გიშის საეპისკოპოსო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთერთი საეპისკოპოსო ფეოდალურ საქართველოში. მის მეთაურს, გიშელ ეპისკოპოსს, აღმ. საქართველოს საეკლ. იერარქიაში XIII ს-ში 35-ე ადგილი ეჭირა. ვარაუდობენ, რომ გ. ს. "ეპისტოლეთა წიგნის" ქართ. საეპისკოპოსოთა ნუსხებში (VI ს.) იხსენიება. ეპარქია მოიცავდა ელისენს (ახლანდ. ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რ-ნების ტერიტ., აზერბ. რესპ.), წუქეთს (ახლანდ. რუთულის და ახთის რ-ნები, დაღ. ტერიტ.) და შაკიხს (ახლანდ. შაქის რ-ნი, აზერბ. რესპ.). ა. ხახანაშვილის მოსაზრებით, VIII–IX სს-ში გ. ს-ს ცენტრი იყო ლეკითის ტეტრაკონქი (კახის რ-ნი, აზერბ. რესპ.). დ. მუსხელიშვილი.