გლაუკონიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სილიკატების კლასის მინერალი ჰიდროქარსების ჯგუფისა. ქიმ. შედგენილობა: K, Na, Ca) (Fe3+, Al, Fe2+, Mg)2 [AlxSi4–x O10] (OH)·nH2O, სადაც x≤ 1, n=1–2. გვხვდება წვრილკრისტალური, ზოგჯერ თირკმლისებური აგრეგატების სახით. სისალე მინერალოგიური სკალით 2–3; სიმკვრივე 2200–2800 კგ /მ 3. სხვადასხვა ელფერის მწვანეა. ძირითადად წარმოიქმნება ეგზოგენური პროცესების შედეგად, გვხვდება მადნეულ საბადოთა ჰიდროთერმული შეცვლის ზონებშიც. იყენებენ დანალექი ქანების K–Aრ მეთოდით დათარიღებისათვის, მრეწველობაში – მწვანე საღებავებისა და დეკორ. ცემენტის დასამზადებლად, მინის წარმოებაში, სასუქად, ხისტი წყლის დასარბილებლად. საქართველოში გვხვდება საქართვ. ბელტის ცარცულ ნალექებში (ე. წ. გლაუკონიტიანი ქვიშაქვები). ვ. ჯავრიშვილი.