გლეოკაფსა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Gloeocapsa), ლურჯმწვანე წყალმცენარეთა (Cyanophyta)გვარი. უმეტესად გვხვდება მიკროსკოპული, 2–8 უჯრედისაგან შემდგარი, ზოგჯერ მრავალუჯრეგლდანის ლორწოვანი კოლონიები, იშვიათია ერთუჯრედიანი ფორმები. უჯრედები სფეროსებრია, ზოგჯერ ოდნავ ელიფსური, ნახევარსფეროსებრი ან კუთხოვანი. ლორწოვანი გარსი სხვადასხვა სიმკვრივის, უფერული ან შეფერილი, შრეებიანი ან სადაა. გ. მრავლდება ვეგეტატიურად და უსქესოდ. ბინადრობს როგორც მშრალ ადგილებში კლდეებზე, ქვებზე, კედლებზე და ა. შ. (უმთავრესად შეფერილი ფორმები), ისე წყალში (ძირითადად უფერული ფორმები), ზოგიერთი – პლანქტონშიც. საქართველოსთვის ცნობილია გ-ის გვარის 27 წარმომადგენელი (16 სახეობა და 11 ფორმა). ფართოდ გავრცელებული სახეობებია Gloeocapsa turgida, Gl. minuta, Gl. montana, Gl. minor, Gl. punctata. ლ. კუხალეიშვილი.