გლეხთა კომიტეტები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასობრივი ორგანიზაციები 1905–07 რევოლუციის დროს. პირველი გ. კ. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ჩამოყალიბდა ოზურგეთის მაზრაში 1903 ზაფხულში. თავდაპირველად ისინი ფარულად მუშაობდნენ, ზოგიერთ სოფელში ბოიკოტსაც უცხადებდნენ სამღვდელოებასა და მთავრობის დაწესებულებებს. 1904 იანვარში 43 გურიის ს.-დ. ორგანიზაციების II კონფერენციამ მოიწონა რსდმპ II ყრილობის გადაწყვეტილებები. ბრძოლის მთ. ფორმად აღიარა ბოიკოტი, რ-იც სოფლად უშუალოდ გ. კ-ს უნდა განეხორციელებინათ. ერთ-ერთ მთ. საბრძოლო ამოცანად კონფერენციამ წამოაყენა სახელმწ. და მემამულეთა მიწების ხელში ჩაგდება რევ. გზით. 1904 გურიის თითქმის ყველა სოფლის გლეხობამ ბოიკოტი გამოუცხადა მთავრობის დაწესებულებებს, მემამულეებს, სამღვდელოებას, წლის ბოლოს პარალიზებული იყო მაზრის მთელი ხელისუფლება. საზ. ცხოვრების ყველა საკითხს (სასამართლო, სკოლები, გზები, ფასები და სხვ.) გ. კ. წყვეტდნენ. ზოგიერთ სოფელში უკვე მოქმედებდა შეიარაღებული წითელი რაზმები. მემამულეთა ნაწილი თავს ან ოზურგეთს აფარებდა, ან ქუთაისს. მათ მიწებს გლეხობა დაეპატრონა. 1904 ბოლოს გ. კ. სახ. სასამართლოები და წითელი რაზმები შეიქმნა სენაკის მაზრის ზოგიერთ სოფელშიც. 1905 წ. 9 იანვ. ამბების შემდეგ კი გ. კ. საქართვ. სხვა მაზრებშიც დაარსდა. 1904 ბოლოსა და 1905 იანვ.-მარტში მრავალი გ. კ. ითხოვდა არა მარტო "ჩამონაჭრების" დაბრუნებას ან გადასახადების შემსუბუქებას, არამედ მემამულეთა მთელი მიწების კონფისკაციასაც და ზოგჯერ მიზანსაც აღწევდა. იმ დროს თითქმის მთელ საქართველოში იყო გლეხთა რევ. კომიტეტები. დეკ. შეიარაღებული აჯანყების დროს საქართველოში წარმოიშვა პატარ-პატარა "რესპუბლიკები" (სენაკის, გორის, გურიის და სხვ.), რ-თა სათავეში გ. კ. იდგნენ, გ. კ-ს კი უშუალოდ ბოლშევიკები ხელმძღვანელობდნენ. გ. კ. ქმნიდნენ საკუთარ ადმინისტრაციას, წითელ რაზმებს, სასამართლოებს, იარაღის სახელოსნოებს, სტამბებს, განაგებდნენ სასკოლო განათლებას, აწესებდნენ გადასახადებს, ფასებს და ა. შ. დეკ. შეიარაღებული აჯანყების დამარცხების შემდეგ გ. კ-მა არსებობა შეწყვიტეს.

ლიტ .: ჯ ა მ ბ უ რ ი ა გ., გლეხთა რევოლუციური კომიტეტები საქართველოში 1905–1907 წწ., თბ., 1957. გ. ჯამბურია