გლობულარია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გლობულარია. ბეწვყვავილა გლობულარია (Globularia trichosantha).

(Globularia) გლობულარიასებრთა ოჯახისა. აერთიანებს 25-მდე სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია მწვანე კონცხის კ-ებიდან დას. აზიამდე. საქართველოში ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობა იზრდება – ბ ე წ ვ ყ ვ ა ვ ი ლ ა გ. (G. trichosantha). მისი 10–30 სმ სიმაღლის ღერო (ერთი ან მრავალი) მოფენილია დაკნინებული ფოთლებით. ფოთლების უმეტესობა ღეროს ძირშია როზეტად თავმოყრილი. აქვს ცისფერი ყვავილი. გვხვდება იშვიათად შიგა ქართლში, კახეთსა და ქიზიყში, აგრეთვე ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, აღმ. ევროპასა და მცირე აზიაში. იზრდება ტყისპირა ჩამონაზვავზე, ნატყევარ მშრალ ფერდობზე დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე.