გლოვის მგოსანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული სამგლოვიარო რიტუალის ერთერთი შემადგენელი ნაწილის – დატირების – შემსრულებელი; მიცვალებულის პროფესიული თუ ნახევრად პროფესიული დამტირებელი. ტერმ. "გ. მ." დადასტურებულია ძვ. ქართ. წყაროებში. საქართვ. სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით მთაში, შემორჩენილია დატირების ტრად. წესი; აქ დღესაც არიან "გ. მ-ები", რ-ებიც ლექსად დაიტირებენ ხოლმე გარდაცვლილს. ეს ლექსები გამოირჩევა ღრმა ემოციურობით, თავისებური ფორმით (იხ. აგრეთვე ხმით ნატირალი ).

ლიტ .: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956; ქართული ხალხური პოეზია თორმეტ ტომად, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1973; ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956. ჯ. ბარდაველიძე