გმელინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Gmelin)სამუელ გოტლიბ [23. VII. 1745 (ან 23. VI. 1744), ტიუბინგენი, – 27. VII. 1774, დაღესტანი], გერმანელი მეცნიერი და მოგზაური. 1767 მიიწვიეს პეტერბურგში და იმავე წელს აირჩიეს პეტერბ. საიმპერატორო მეცნ. აკად. წევრად (აკადემიკოსად). 1768–74 აკადემიის დავალებით გ-მა ი. ა. გიულდენშტედტთან ერთად შეისწავლა ვოლგისა და დონის სათავეები, კავკასია (მ. შ. საქართველო), კასპიის ზღვის ნაპირები. ტყვედ ჩავარდა დაღესტანში და ტყვეობაშივე გარდაიცვალა. მის თხზულებაში "მოგზაურობა რუსეთში ბუნების სამი სამეფოს გამოკვლევისათვის" (I–III, 4 წიგნად; 1771–85) მრავალი საინტერესო მონაცემია ბუნებაზე, აღწერილია ცხოველთა ახ. სახეობები, მ. შ. ამჟამად ამომწყდარი გარეული ცხენი ტარპანი (Equus gmelini). რ. ჟორდანია.