გმირი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიზიკური და სულიერი ღირსებებით გამორჩეული პიროვნება, შესატყვისი ბერძნ.-ლათ. ცნებისა hērōs, თუმცა სრულად არ გამოხატავს მის შინაარსს. "ქართლის ცხოვრებაში" გ-ებად იწოდებიან ქართვ. და კავკ. სხვა ხალხთა ეპონიმები: თარგამოსი, ქართლოსი, ჰაოსი და მათი ნაშიერნი. გ-ად იწოდება აგრეთვე ბიბლიური პერსონაჟი ნებროთი ("მსგავსი ნებროთ გმირისა გამოგაჩინა წინამძღურად ჩუენდა"). მთის დიალექტებში (განსაკუთრებით, ხევსურულში) გ-ს "მოძალადის", "მძლავრის" მნიშვნელობა აქვს. ეს საყურადღებო ფაქტია, რადგან ფიქრობენ, რომ შესაძლებელია სიტყვა "გ." მომდინარეობდეს ერთერთი სკვითურ-სარმატული ტომის კიმერიელების სახელისგან. ძვ. წ. VIII ს-ში მათ გადმოიარეს კავკასია, დაარბიეს ურარტუ და საფრთხე შეუქმნეს თვით ასურეთის იმპერიასაც კი. ასურულ წყაროებში მათი სახელწოდებაა "გიმირრაია", ანუ გიმირელები. ზ. კიკნაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გმირი&oldid=458-დან“