გნოლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გნოლი.

(Perdix perdix), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის საშ. სიგრძეა 35 სმ . მამლის მასა 500 აღწევს, დედლის – 350 . გავრცელებულია ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, წინა და შუა აზიაში. გ. საქართველოშიც ბინადრობს, ზამთარში ნომადობს (მომთაბარეობს). ცხოვრობს ბუჩქნარით შემორაგვულ ველმინდვრებზე, ყანებში, ზეგნებზე (ზ. დ. 2600 მ -მდე). გ. მონოგამია, ბუდეს მიწაზე იკეთებს. მაისივნისში გ. დებს 12–15 კვერცხს, კრუხობს 21–26 დღე-ღამე. იკვებება მცენარეული (კენკრა, მარცვლოვნები, კვირტები, ყლორტები) და ცხოველური (მწერები) საკვებით. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება სამხრეთკავკასიური გ. (P. p. canescens).ბოლო წლებში გ-ების რიცხოვნობამ მკვეთრად იკლო. შეტანილია "საქართველოს წითელ წიგნში". რ. ჟორდანია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გნოლი&oldid=1647-დან“