გობი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გობი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

დიდი ზომის ამოთლილი ან შეკრული ხის ჭურჭელი; "ძელთაგან ამოთლილი ჭურჭელი" (საბა). იხმარება უმთავრესად ცომის მოსაზელად, სანოვაგის დასაწყობად და სხვ. გ-ს აკეთებენ "უწვნო", "სუფთა" ხეებისაგან (ცაცხვი, თელა). ასეთი მასალისგან დამზადებული გ. ხმარებისას არ სკდება და არც გემოს აძლევს საჭმელს. გ-ის წარმოება ფართოდ იყო გავრცელებული ქართლსა და იმერეთ-სამეგრელოში. საქართვ. ეროვნ. მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების გ-ების მდიდარი კოლექცია.

ლიტ .: გ ა ს ი ტ ა შ ვ ი ლ ი გ., ხის დამუშავების ხალხური წესები, თბ., 1962. გ. გასიტაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გობი&oldid=1664-დან“