გობრონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 914), ქართველი აზნაური. სამხრ. აზერბაიჯანის მმართველის აბუ ლ-კასიმის საქართველოში ლაშქრობის დროს (იხ. [[აბუ ლ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში 914]] ) ხელმძღვანელობდა ყველისციხის დაცვას. ციხის ორასიოდე თავდადებულ დამცველთან ერთად იგი გმირულ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. ოცდარვადღიანი უთანასწორო ბრძოლის შემდეგ მეციხოვნეები დანებდნენ. დატყვევებულ გ-ს აბუ ლ-კასიმმა გამაჰმადიანება მოსთხოვა. გ-მა უარყო მისი წინადადება, რისთვისაც სიკვდილით დასაჯეს. ქართ. ეკლესიამ იგი მიქელის სახელით წმინდანად შერაცხა. გ-ის ხსენების დღედ დაწესდა 17(30) ნოემბერი (მისი მოწამეობრივი სიკვდილის დღე). გ-ის გმირობა ასახულია ქართ. პაგიოგრაფიულ მწერლობაში. 57

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ს ტ ე ფ ა ნ ე მ ტ ბ ე ვ ა რ ი, მარტUლობაΩ გობრონისი, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.

ლიტ .: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., ადრეფეოდალური ხანის ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1966; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 1 – ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1945. მ. ლორთქიფანიძე.