გობრონიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე ამბროსის ძე (დ. 17. X. 1925, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), პედაგოგი, პედ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1987). 1991–96 იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და თავ-რის მოადგილე. 1946 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, 1957–64 – ლიხაურის საშ. სკოლის დირექტორად, 1964-იდან – ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის (ამჟამად უნ-ტი) დაწყ. განათლების პედ. ფაკ-ტის დეკანად. 1975-იდან იყო ამ ინ-ტის პედ. კათედრის გამგე. იკვლევს პედ. თეორიისა და ისტ. პრობლემებს. თხზ .: ცხოვრებასთან სკოლის კავშირის პრობლემა ი. გოგებაშვილის პედაგოგიკურ მემკვიდრეობაში, ბათ., 1965; ი. გოგებაშვილი და აჭარა, ბათ., 1970; ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდა ბათ., 1976; მომავალ მასწავლებელთა მომზადება, ბათ., 1984; პედაგოგიკა (დამხმარე სახელმძღვანელო), ბათ., 1996; აღზრდის ფილოსოფიური საფუძვლები. დამხმარე სახელმძღვანელო, ბათ., 1997.



გობრონიძე

ევტიხი გიორგის ძე [6 (19). XI. 1903, სოფ. გაღმა დვაბზუ, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 19. VII. 1988, თბილისი], ფსიქიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961), საქართვ. დამს. ექიმი (1946). 1928 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1944–68 იყო მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში, 1968–78 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1978–88 – ამავე კათედრის კონსულტანტი. შეისწავლიდა ნევროზებს, სიმპტომატურ ფსიქოზს, ალკოჰოლიზმს, ტოქსიკომანიას და მათი მკურნალობის მეთოდებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ .: შიზოფრენიის ინსულინოთერაპია, თბ., 1950; К клиническим особенностям послеродового психоза, კრ.: Проблемы психоневрологии. Научные труды, М., 1969; Über manche Fragen der Differentialdiagnostik der Schizophrenie, «Psychiatrie, Neurologie und medizinische Psychologie», 1965, H. 3.