გოგავა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაზა ზურაბის ძე (დ. 14. VII. 1971, სოფ. გოჩაჯიხაიში, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი), გენერალ-მაიორი (2008). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. უნ-ტის სატრანსპორტო ფაკ-ტი (1994). 1995–2000, 2002 გაიარა ანტიტერორისტ. მომზადების კურსი აშშში. 1995–2004 მსახურობდა საქართვ. სახელმწ. უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 2004–06 იყო საქართვ. თავდაცვის სამინისტროს სპეც. დანიშნულების ბრიგადის მეთაური, 2006–08 – საქართვ. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი. 2008-იდან – საქართვ. შსს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი. ლ. დოლიძე.