გოგაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი რევაზის ძე (დ. 8. X. 1960, თბილისი), ბრიგადის გენერალი (2003). 1982 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის საინჟინრო ფიზ. ფაკ-ტი, 1987 – მოსკოვის სსრკ სახელმწ. უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა, 2002 – თავდაცვის უწყების ენების ინ-ტი (სან-ანტონიო, აშშ), 2003 – ეროვნ. თავდაცვის უნ-ტი (ქ. ვაშინგტონი), იქვე მიენიჭა მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ეროვნ. უსაფრთხოების სტრატეგიის დარგში. 1987–91 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. უშიშროების კომიტეტის დაზვერვის განყ-ბაში, 1992–96 – საქართვ. თავდაცვის სამინისტროს სპეც. დანიშნულების მთავარ სამმართველოში (სამხ. დაზვერვა); 1996–97 იყო საქართვ. ეროვნ. უშიშროების საბჭოს ანალიტიკური სამსახურის წამყვანი სახელმწ. მრჩეველი, 1998– 2002 – საქართვ. თავდაცვის სამინისტროს გენ. ინსპექციის უფროსი, 2003–04 – საქართვ. თავდაცვის ეროვნ. აკად. რექტორი. 2004-იდან არის თბილისის პოლიტ. სწავლების სკოლისა და ევროკავშირის უნ-ტის სტრატეგიული კვლევის ცენტრის ექსპერტი. ლ. დოლიძე.