გოგაძეები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტის უჩამბის თემში (აჭარის არ), შავშეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ტბეთის (ჩირუხისწყლის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1320 , შუახევიდან 16 კმ . 337 მცხ. (2002). სახელი ეწოდა გოგაძეების საგვარეულოს მიხედვით.