გოგბაიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ო გ ბ ა ი ძ ე) გივი, გიორგი სააკაძის თანამებრძოლი. ხალხ. პოეზიის მიხედვით, თავი ისახელა მდინარე ქსნის ხეობაში მომხდარ სამდღიან ბრძოლაში (1625), როდესაც ქართველებმა გ. სააკაძის მეთაურობით თითქმის მთლიანად ამოჟლიტეს სპარსელთა ლაშქარი. ამ დამარცხებით სპარსელებმა დაკარგეს ის უპირატესობა, რაც მათ მარაბდის ბრძოლის გამარჯვებით მოიპოვეს. გ. თავისი პიროვნული სიმამაცისა და ძლიერების გამო ხალხურ პოეზიაში შედარებულია "ხართან".

ლიტ .: ლ ე ო ნ ი ძ ე გ., ჩემი უბის წიგნაკიდან (შენიშვნები, დაკვირვებანი, ცნობები, მასალები), «ლიტერატურული გაზეთი», 1960, # 28; ქართული ხალხური პოეზია. ისტორიული ლექსები, ტ. 11. შეადგინა, ვარიანტები და შენიშვნები დაურთო ქს. სიხარულიძემ, თბ., 1984; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ნ., ოგბაიძენი (საგვარეულოს ისტორიისათვის), თბ., 2005. ნ. ჯავახიშვილი.