გოგელია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანა ფილიპეს ასული (30. V. 1906, ქ. ყარსი, ახლანდ. თურქ. ტერიტ., – 27. VIII. 1997, თბილისი), ერთ-ერთი პირველი არქიტექტორ- რესტავრატორი ქალი საქართველოში. დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტი (1936). მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკომუნპროექტში", პარალელურად – არქიტ. ძეგლების აღრიცხვა-ფიქსაციასა და შესწავლაზე (აჭარის არ, ახალციხისა და ზესტაფონის რ-ნები, ჭიათურის ზონა და სხვ.). 1951- იდან მუშაობდა სპეც. სამეცნ.- სარესტავრაციო სახელოსნოში არქიტექტორ- რესტავრატორად. მონაწილეობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი არქიტ. ძეგლის შესწავლასა და აღდგენითი პროექტების შედგენაში: გორის ციხე (რ. გვერდწითელთან ერთად), თუშმალიშვილების კოშკი (ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი), ალავერდის კომპლექსის გალავნის კონსერვაცია (გ. ჭეიშვილთან და გ. ჯაფარიძესთან ერთად) და სხვ. ს. კინწურაშვილი.



სარჩევი

გოგელია არჩილ გრიგოლის ძე

ა. გ. გოგელია.

(დ. 10. XII. 1941, თბილისი), ჟურნალისტი, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1981). დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. სახელმწ. ინ-ტი (1961) და თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1967). იყო ჟურნალების – „მართვესა“ (1975–79) და „სკოლა და ცხოვრების“ (1979–84) მთ. რედაქტორი; გაზეთების: „ლელოს“ (1984–85) და „თბილისის“ (1985–89) მთ. რედაქტორი. საქტელერადიო კომიტეტის (შემდგომ – კორპორაციის) თავ-რე (1989–99); საქართვ. ინფორმაციის მინისტრი (1992); საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის მდივანი. 1991 დააარსა და ამჟამადაც რედაქტორობს დამოუკიდებელ საზ.-პოლიტ. გაზეთ „დრონს“. 1999-იდან 2004-მდე იყო საქართვ. პარლამენტის წევრი. 2004–იდან არის საქართვ. ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი. გ. იყო საქართვ. ნაკრების წევრი ფარიკაობაში, რესპ. არაერთგზის ჩემპიონი, სსრკ ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, სსრკ პროფკავშირთა სპარტაკიადის ჩემპიონი, სსრკ თასის ფინალისტი. ავტორია წიგნებისა: „მუშკეტერები“ (1974), „ასეთია სპორტული ცხოვრება“ (1986).



გოგელია გიორგი (კომანდო) ილიას ძე

(6. IX. 1878, ოზურგეთი, – 21. XII. 1924, თბილისი), პოლიტიკური მოღვაწე, ანარქისტი. დაამთავრა ოზურგეთის სას. სასწავლებელი; სწავლობდა ქუთ. სას. სემინარიაში (რ-იც არ დაუმთავრებია), 1897-იდან კი – ლიონის (საფრანგეთი), შემდეგ – ლოზანის (შვეიცარია) აგრონ. სასწავლებლებში. 1917 რუს. თებ. რევოლუციამდე ძირითადად ემიგრაციაში იყო და აქტიურად მონაწილეობდა საფრ., შვეიც. და იტალ. ანარქისტულ მოძრაობაში. 1903 აგვისტოში ჟენევაში გამოსცა პირველი რუს. ანარქისტული ჟურნალი "ხლებ ი ვოლია". შესანიშნავი ორატორი და პოლემისტი, ემიგრანტულ შეკრებებზე ხშირად ანარქისტული პოზიციებიდან ეკამათებოდა გ. პლეხანოვს, ვ. ჩერნოვსა და რუს. რევ. მოძრაობის სხვა ავტორიტეტებს. რევ. წრეებში გ. უფრო "ორგეიანის" ფსევდონიმით იყო ცნობილი. 1905 რევ. დროს გ. ვ. ჩერქეზიშვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. მისი თაოსნობითა და მონაწილეობით თბილისში გამოვიდა რამდენიმე ანარქისტული ჟურნალ- გაზეთი ("მუშა", "ნობათი, "ხმა", "ქარიშხალი", "ცის ნამი"). გ-ს და ვ. ჩერქეზიშვილის საქართველოში მოღვაწეობამ განაპირობა ის, რომ თბილისი იქცა რუს. იმპერიაში ანარქისტული მოძრაობის ერთერთ ინტელექტუალურ ცენტრად. გ. იყო საუკუნის დასაწყისში დას. ევროპაში წარმოქმნილი, მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების – ანარქო-სინდიკალიზმის – ფუძემდებელი რუსეთის იმპერიაში. გ-მ პ. კროპოტკინის წინასიტყვაობით გამოსცა წიგნი "როგორ და რისგან განვითარდა რევოლუციური სინდიკალიზმი". ამავე პერიოდში რუს. ენაზე გამოიცა მისი წიგნი – "რევოლუცია და რევოლუციონური მთავრობა", რ-ითაც იგი ასაბუთებდა ცენტრალისტური სახელმწიფოს ანტიჰუმანურ ბუნებას. რევ. დამარცხების შემდეგ გ. კვლავ ემიგრაციაში იყო და აქტიურად მონაწილეობდა საერთაშ. და ევრ. მასშტაბის კონგრესებში, შეკრებებში; შედიოდა პარიზში გამომავალი რუს. ანარქისტული ორგანოს "ბურევესტნიკის" რედკოლეგიაში, აქვეყნებდა წერილებს ევრ. პრესაში. გ-ის ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართვ. ეროვნ.-პოლიტ. მოძრაობასთან, განსაკუთრებით სოციალისტ- ფედერალისტთა პარტიასთან. 1904 აქტ. მონაწილეობა მიიღო ქართ. პოლიტ. ფრაქციების ჟენევაში გამართულ ინტერპარტიულ კონფერენციაზე. გ-ს, როგორც მარქსისტული ცენტრალიზმის სასტიკი მოწინააღმდეგის, პოლიტ. იდეალი იყო ხალხებისა და ერების ნებაყოფლობითი გაერთიანება ფედერალიზმის საფუძველზე "მსოფლიოს თავისუფალ ფედერაციაში", რ-იც მისი სიტყვებით, ყველაზე უფრო შეეფერებოდა "ჩვენი ხალხის ცხარ, გულად და ცოცხალ ხასიათს". 1908 თბილისში გამოვიდა წიგნი "კრიტიკა სოციალ-ფედერალიზმისა და კრიტიკა სოციალ-დემოკრატიისა", რ-ის ერთი ნაწილის ავტორია გ., ხოლო მეორე ნაწილის – მისი ძმა შ. გოგელია . გ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში თბილისში ცხოვრობდა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დ. შველიძე.



გოგელია რევაზ ბესარიონის ძე

რ. გოგელია.

(17. III. 1932, ბათუმი, – 20. XI. 1999, თბილისი), სპორტსმენი (კალათბურთი). სსრკ სპორტის ოსტატი. დაამთავრა თსუ (1953). თამაშობდა თბილისის "დინამოში". სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1960, 1961); ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962, თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში).








გოგელია შალვა ილიას ძე

(დ. და გ. წლები უცნობია), ანარქისტი. 1906 თბილისში გამოსცა ბროშურა "ჩვენი მტრები და მეგობრები", რ-შიც ხალხის მჩაგვრელ ინსტიტუტებად მიიჩნევდა მონარქიას, კაპიტალიზმს, ოჯახს, ტრადიციებს. 1908 თავის ძმასთან გ. გოგელიასთან ერთად გამოსცა წიგნი: "კრიტიკა სოციალ-ფედერალიზმისა და კრიტიკა სოციალდემოკრატიისა". 1905–07 რევ. პერიოდში ისინი მწვავედ დაუპირისპირდნენ ქართვ. ანარქისტთა მეორე ჯგუფს (ვ. ჩერქეზიშვილი, მ. წერეთელი). XX ს. 10-იანი წლებიდან გ. აღარ ჩანს პოლიტ. სარბიელზე. დ. შველიძე.