გოგია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომარ ათანასეს ძე (დ. 25. VI. 1940, სოფ. ლეძაძამე, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი), პოლიციის გენერალ-მაიორი (2003). დაამთავრა სტავროპოლის სას.-სამეურნეო ინ-ტის აგროეკონომიური ფაკ-ტი (1964). აფხ. არ უმაღლესი საბჭოს მთავარი სახელმწ. მრჩეველი (1999–2001). სამეგრელო- ზემო სვანეთში აფხ. არ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი (2001–02), აფხ. არ მინისტრთა საბჭოს თავ-რის მოადგილე (2002– 04). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა (2000) და ღირსების (1999) ორდენებით. ლ. დოლიძე

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გოგია&oldid=495-დან“