გოგიბედაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ გრიგოლის ძე (23. V. 1906, გორი, – 1985, თბილისი), ფიზიოთერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1951), პროფესორი (1958). 1931 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი; 1931–33 მობილიზებული იყო კრასნოიარსკში ლაზარეთის უფროსად; იყო თბილისის შრომის ჰიგიენისა და პროფ. სნეულებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კლინ. განყოფილების მეცნ. მუშაკი, შემდგომ – ამ ინ-ტის დირექტორი (1946–48); ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის ინ-ტის დირექტორი (1948–64). თსსი-ის ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის კათედრის პროფესორი (1964–80). გ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, რ-ებიც ეხება ფიზიოთერაპიის და კურორტოლოგიის აქტუალურ საკითხებს.