გოგილაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ ნიკოლოზის ძე (დ. 20. XI. 1933, თბილისი), ინჟინერი მანქანათმშენებლობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1991). 1957 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის მექანიკის ფაკტი მანქანათმშენებლის სპეციალობით. 1960-იდან დღემდე ეწევა პედ. საქმიანობას საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრაზე. 2005-იდან არის კათედრის გამგე. გ-ის სამეცნ. კვლევები ეხება მექანიკურ სისტემებში ენერგიის დანაკარგების შესწავლას; რთული სტრუქტურის ჯაჭვური სისტემების დინამ. ანალიზსა და სინთეზს; კოსმოსური ბაზირების ტრანსფორმირებადი სისტემების გაანგარიშებისა და დაპროექტების საკითხებს. მონაწილეობდა პირველი ქართ. კოსმოსური ობიექტის – დიდი გასაშლელი რეფლექტორის – ღია კოსმოსში გაყვანის ექსპერიმენტში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

თხზ .: ტრანსფორმირებადი სისტემების სტრუქტურული და კინემატიკური სინთეზი, თბ., 2009 (თანაავტ.).




გოგილაშვილი

ოთარ ივანეს ძე (დ. 21. II. 1938, თბილისი), მეტალურგი. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990). 1961 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის (ახლანდ. ტექ. უნ-ტი) მეტალურგიის ფაკ-ტი. 1969–74 მუშაობდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში, სადაც 1975 მიანიჭეს უფროსი მეცნიერი თანამშრომლის წოდება. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში (ახლანდ. ილიას უნ-ტი). იკვლევს პედ. თეორიის საკითხებს, ტექ. დისციპლინათა სწავლების მეთოდიკას.

თხზ .: ლითონების კოროზია ძაბვების ქვეშ (დამხმარე სახელმძღვანელო), თბ., 1972; შრომის მასწავლებლის პიროვნების ჩამოყალიბება პედაგოგიურ ინსტიტუტებში (დამხმარე სახელმძღვანელო), თბ., 1986; ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის მასწავლებლის პიროვნების მოდელირება, თბ., 1988.