გოგიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენიამინ გიორგის ძე (6. IV. 1925, სოფ. მარანი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 28. X. 1982, თბილისი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1970), საქართვ. დამს. გეოლოგი (1979). 1955 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკტი. 1955-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ა. თვალჭრელიძის სახ. კავკ. მინერ. ნედლეულის ინტში (1976-იდან იყო ჰიდროთერმული პროცესებისა და მინერალთა სინთეზის განყ-ბის გამგე). II მსოფლიო ომის მონაწილე. გ. არის საქართველოში ორი ახ. მიმართულების (ჰიდროთერმულად შეცვლილი ქანების პეტროლოგია და ექსპერ. მინერალოგია) ფუძემდებელი. შეისწავლა კავკ. სხვადასხვა ტიპის ენდოგენ ური საბადოები, შეიმუშავა რეგიონული მეტალოგენიური ანალიზისა და საბადოების პროგნოზირების ახლებური საფუძვლები, დაადგინა ფერადი, იშვიათი და კეთილშობილი ლითონების ფორმირების კანონზომიერებები. გ-ის გამოკვლევები საფუძვლად დაედო საქართვ. ზოგ რ-ნში ოქროს საბადოების ძებნასა და პროგნოზირებას (ბოლნისის რ-ნის მაგალითზე). შეიმუშავა ბუნებრივი მორდენიტის ტიპის ცეოლითის, ნატრიუმიანი მეტასილიკატისა და ვულკ. მინისაგან მინერალების მიღებისა და გალენიტის გადამუშავების იაფი და ეფექტური მეთოდი. გ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და 4 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: Некоторые вопросы генезиса рудных месторождений Сомхитско-Карабахской и Гагра- Джавской тектонических зон, Тб., 1979. გ. გიგიაძე.



გოგიშვილი

კონსტანტინე სოლომონის ძე (14. I. 1905, სოფ. მარანი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 10. IX. 1984, თბილისი), გეოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1976). 1927 მუშაობა დაიწყო საქართვ. ჰიდრომეტეოროლ. სამსახურის სამმართველოში. 1941 დაინიშნა საქართვ. ჰიდრომეტეოროლ. სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1942 – უფროსად. II მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა ამიერკავკ. და ბელორ. I ფრონტების მეტეოროლ. სამსახურს. სხვადასხვა წლებში მივლინებული იყო პოლონეთში, ავსტრიაში, უნგრეთში, გერმანიაში, ირანში. 1953 მუშაობა დაიწყო ვახუშტის სახ. გეოგრ. ინტში. 1969–72 ორჯერ გაიგზავნა კუბაში, სადაც ხელმძღვანელობდა საბჭ. მეტეოროლოგთა ჯგუფებს. გ-ის შრომაში "საქართველოს ჰავის გენეზისის ცირკულაციური ფაქტორების გამოკვლევა" შესწავლილია სამხრ. კავკასიაში ჰაერის ცივი მასების შემოჭრის პირობები, დამუშავებულია ჰაერის თბილი და ცივი ნაკადების გავრცელების მრავალწლიური რეჟიმი და სხვ. გ-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა. კ. ხარაძე.