გოგიჩაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი კონსტანტინეს ძე (დ. 28. X. 1941, თბილისი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1991), ევროპის სამედ. ონკოლოგიის საზ-ბის (ESMO) საპატიო წევრი. დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკტი (1964). 1964–66 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ბოტანიკისა და თბილ. ონკოლოგიის სამეცნ.- კვლ. ინ-ტებში სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე, 1970–94 – ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. გ. იკვლევს სიმსივნური ზრდის უჯრედულ მექანიზმებს, ისევე როგორც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსის) განვითარების შესაძლებლობებს. 2005–07 იყო თსსუ-ის ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე. 2007-იდან ამავე ინ-ტის მიკრობიოლ. და იმუნოლოგიის დეპარტ. ხელმძღვანელია. ეწევა აგრეთვე პედ. საქმიანობას, არის თსსუ-ის ბიოლ., სამედ. გენეტიკისა და მიკრობიოლ. კათედრის პროფესორი. გ. ავტორია სამედ. ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ- რუსულლათინური ლექსიკონის და 4 გამოგონებისა.

თხზ .: ბიოლოგიისა და მედიცინის დრამატული ფურცლები, თბ., 2009; Соматическая гибридизация и механизм злокачественной трансформации клеток, Тб., 1993. ი. ჯაფარიძე.