გოგლიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასილ (ვლასი) მიხეილის ძე (8. III. 1927, სოფ. კომანდელი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 27. VIII. 2005, თბილისი), ინჟინერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1978), პროფესორი (1978). საქართვ. საინჟინრო და გარემოს დაცვის აკადემიების წევრი; 1949 დაამთავრა ინდუსტრიული ინ-ტის სამშ. ფაკ-ტი, საავტომობილო გზების სპეციალობით. 1953–56 მუშაობდა მოსკოვის საავტომობილო გზების საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1961-იდან ეწეოდა პედ. საქმიანობას საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტზე. 1964–2001 იყო საავტომობილო გზებისა და აეროდრომების კათედრის გამგე. 2001 აირჩიეს მოსკოვის საავტომობილო- საგზაო ინ-ტის საპატიო პროფესორად. გ-ის სამეცნ. კვლევები ეხება მეტროპოლიტენების, ხიდებისა და სატრანსპ. გვირაბების დაპროექტებასა და მშენებლობას. ავტორია 10-მდე სახელმძღვანელოსი და 30-მდე გამოგონებისა.

თხზ .: ბეტონი საგზაო მშენებლობაში, თბ., 1962.


გოგლიძე

ა. გოგლიძე.

ვიქტორ არსენის ძე (26. XI. 1905, დაბა ურსატიევსკაია, ახლანდ. ხავასთი, უზბეკეთი, – 22. IX. 1964, თბილისი), მოჭადრაკე. პირველი ქართვ. სპორტის ოსტატი ჭადრაკში (1930), სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1941), საერთაშ. ოსტატი (1950), საკავშ. კატეგორიის მსაჯი (1949). 1940 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინტის სამშენებლო ფაკ-ტი. მონაწილეობდა საქართვ. I ჩემპიონატში (1928, I–II ადგილი), ახალგაზრდა საბჭ. ოსტატთა ტურნირში (1934, I ადგილი), მოსკ. II საერთაშ. ტურნირში (1935), სადაც შეხვდა ე. ლასკერს, ხ. რ. კაპაბლანკას, მ. ბოტვინიკს, ს. ფლორს და სხვ. მონაწილეობდა სსრკ ჩემპიონატებში. 1936–56 იყო საქართვ. ჭადრაკის ფედერაციის თავ-რე. 1957 მისი თაოსნობით თბილისში გაიხსნა პირველი ბავშვთა საჭადრაკო სკოლა, რ-ის დირექტორი თვითონ იყო გარდაცვალებამდე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: გამოჩენილ მოჭადრაკეთა 100 კომბინაცია, თბ., 1958 (თანაავტ. ჰ. კასპარიანი); Избранные партии, Тб., 1949.

ლიტ .: გ ი ო რ გ ა ძ ე თ., ცხოვრება ვიქტორ გოგლიძისა, თბ., 1985. თ. შ. გიორგაძე.



გოგლიძე

სერგო არსენის ძე (12. VIII. 1901, სოფ. ქორთა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 23. XII. 1953, მოსკოვი), გენერალპოლკოვნიკი (1945). 1934–36 იყო ამიერკავკ. საბჭ. ფედერ. სოციალ. რესპუბლიკის შს სახ. კომისარი, 1936-იდან – სახელმწ. უშიშროების მე-2 რანგის კომისარი, 1937– 38 – საქ. სსრ შს სახ. კომისარი, 1938–41 – სსრკ შს სახ. კომისარიატის სამმართველოს უფროსი ლენინგრადის ოლქში, 1941–51 – სსრკ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამმართველოს უფროსი შორეულ აღმოსავლეთში. 1951 აგვ.–ოქტ. და 1952 ნოემბ. – 1953 მაისში იყო სსრკ სახელმწ. უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე. ლ. ბერიას საქმესთან დაკავშირებით 1953 ივნ. დააპატიმრეს და დეკ-ში დახვრიტეს. დაჯილდოებული იყო სსრკ ორდენებითა და მედლებით. ლ. დოლიძე.