გოგნი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, ოკრიბა-არგვეთის სერზე, მდ. ქვერუნის (ძევრულის მარცხ. შენაკადი) ზემოთში, თერჯოლა – ტყიბულის საავტ. გზაზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 580 , თერჯოლიდან 22 კმ , ტყიბულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 10 კმ . 527 მცხ. (2002). თამარ მეფის 1188-ით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გ-ის ციხისთავი. 1778 მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ, მარიამ დედოფალმა, გ-ში ააგო ეკლესია და დააფუძნა მონასტერი (იხ. გოგნის უდაბნო ). სოფლის დას-ით, მაღალ გორაზე დგას გვიანდ. შუა საუკ. წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია "კარუგდებული". მას გარს აკრავს ურთხელის ტყე და გამოქვაბულები (სამხრ-ით). ეკლესია ნაშენია ქვითკირით. შესასვლელი დას-იდან აქვს, ინტერიერში ქვაზე გამოქანდაკებულია მაცხოვრის ამაღლების სცენა (დაზიანებულია). თ. ბერაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გოგნი&oldid=528-დან“