გოგოლაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დერმიშა ანდროს ძე (21. XII. 1924, სოფ. გოგოლესუბანი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 13. XII. 2002, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1983). II მსოფლიო ომის მონაწილე. 1952 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1956-იდან იყო ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოგრ. ინ-ტის თანამშრომელი. მისი გამოკვლევები ეხება გვიანდ. შუა საუკ. საქართველოს ისტორიის საკითხებს. გ. იყო "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" IV ტომის ერთ-ერთი ძირითადი ავტორი, აგრეთვე ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია და სამეცნ. სტატია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: კაპიტალისტური საწარმოები სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში რეფორმამდელ საქართველოში (1830–64), თბ., 1959; სამთამადნო, სამთო- საქარხნო მრეწველობა საქართველოში და კაპიტალიზმის გენეზისის ზოგიერთი საკითხი (XVIII–XIX სს.), თბ., 1966; საქართველოს სოციალურეკონომიკური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში, თბ., 1976; ქართული სოფელი ფეოდალიზმის ხანაში, წგ. 1–2, თბ., 1992–97.



სარჩევი

გოგოლაძე ვახტანგ გიორგის ძე

(31. III. 1909, ქ. რკვია, ახლანდ. აზერბ. რესპ., – 17. VI. 1961, დაბა წაღვერი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი), მათემატიკოსი. ფიზიკა- მათ. მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1947). დაამთავრა თსუ (1929). იყო მოსკ. ჩარხსაშენი ინ-ტის უმაღლესი მათ. კათედრის გამგე (1947). იკვლევდა ჰიპერბოლური ტიპის კერძოწარმოებულიან განტოლებათა თეორიის, თეორ. სეისმოლოგიისა და სხვ. საკითხებს. თ. ებანოიძე.



გოგოლაძე ვლადიმერ ომარის ძე

ვ. ო. გოგოლაძე.

(დ. 18. VIII. 1966, თბილისი), სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1988), ოლიმპიური ჩემპიონი (სეული, 1988, გუნდური ჩათვლა), ევროპის ჩემიონატის მესამე პრიზიორი (1985), ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1984, თავისუფალი ვარჯიში და ღერძი), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის (1986) ჩემპიონი, მრავალ საერთაშ. ტურნირში გამარჯვებული. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.






გოგოლაძე თენგიზ გიორგის ძე

(9. VIII. 1926, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 19. XII. 1996, თბილისი), მწერალი. საქართვ. კულტურის დამს. მუშაკი (1974). სწავლობდა თსუის ფილოლ. ფაკ-ტზე, მუშაობდა გამომც. "საბჭოთა საქართველოში" (1957–61), გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტისა" (1951–52) და ჟურნ. "დროშის" (1961–87) რედაქციებში. პირველი მოთხრობა "გარიყულას განთიადი" 1949 გამოაქვეყნა. აღსანიშნავია გ-ის მოთხრობების კრებულები: "კარგი დღე" (1957), "ფუძე" (1961), "ჩვენს ქუჩაზე" (1964), "მოთხრობები" (1967, 1976, 1987), "მარადიული წყაროს სიმღერა" (1972); რომანები: "ნიაღვარი" (1962), "კაცი კაცითა" (წგ. I, 1966, წგ. II, 1970), "ჟამი ჩვენი" (1972), "გზა კაცისა" (3 წიგნად: I – 1978, II – 1984, III – 1987). მასვე ეკუთვნის საბავშვო და საყმაწვილო მოთხრობები რუსი, აზერბ., ბერძენი მწერლების თხზულებათა თარგმანები. გ-ის ნაწარმოებები თარგმნილია რუს., უკრ., სომხ., პოლ. ენებზე. ჯ. თითმერია.



გოგოლაძე ლერი დავითის ძე

ლ. გოგოლაძე.

(დ. 1. IV. 1938, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1988). სპორტსმენი (წყალბურთი), საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1960). 1961 დაამთავრა თსუ-ის მექანიკა- მათ. ფაკ-ტი. 1985–87 იყო თსუ-ის პრორექტორი, 1987- იდან – ზოგადი მათ. კათედრის გამგე. კვლევის ძირითადი მიმართულებაა: ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის საკითხები. მონაწილეობდა და დიდი წვლილი მიუძღვის საქართვ. ნორჩ მათემატიკოსთა ნაკრების საერთაშ. ოლიმპიადებისათვის მომზადებაში. გ. იყო თბილ. "დინამოს" წყალბურთელთა გუნდის (1957–72) და სსრკ ნაკრების (1959–64) წევრი (მეკარე). ოლიმპიური თამაშების (რომი, 1960), ევრ. ჩემპიონატის (ლაიფციგი, 1962), მსოფლიო უნივერსიადის (პორტუ-ალეგრი, 1963) ვერცხლის მედალოსანი, სსრკ ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.