გოგოლევა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ე. გოგოლევა.

ელენე ნიკოლოზის ასული [25. III (7. IV). 1900, მოსკოვი, – 15. XI. 1993, იქვე], რუსი მსახიობი. სსრკ სახ. არტისტი (1949), საქართვ. სახ. არტისტი (1964). დაამთავრა მოსკოვის ფილარმონიასთან არსებული მუსიკალურ-დრამატული სასწავლებელი. მე-2 კურსიდან მიიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სოფიო (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), პრინცესა ებოლი (ფ. შილერის დონ კარლოსი", დადგმა კოტე მარჯანიშვილისა, 1933), ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა") და სხვ. გ-ს გარკვეული წვლილი მიუძღვის ქართ.-რუს. თეატრალურ ურთიერთობათა განმტკიცებაში, განსაკუთრებით კ. მარჯანიშვილის შემოქმედების შესწავლაში. პერიოდულად მონაწილეობდა ა. გრიბოედოვის სახ. თეატრის სპექტაკლებში. იყო სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1947, 1948, 1949). მიღებული აქვს აგრეთვე სხვა სახელმწიფო ჯილდოები.