გოგოლესუბანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (გურიის მხარე), მდ. სუფსის მარჯვ. ნაპირას, ტერასულ ვაკე-დაბლობზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 140 , ჩოხატაურიდან 4 კმ , საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 21 კმ . 1,1 ათ. მცხ. (2002). გვიანდ. შუა საუკუნეებამდე სოფელს ქვემო ფარცხა ერქვა, შემდეგ – გოგოლეთი.