გოგოლესუბნის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოგოლესუბნის განძი. ბრინჯაოს სამაჯური და ცული. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი

გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XII–XI სს.) სპილენძის ნივთების განძი. აღმოჩენილია 1944 სოფ. გოგოლესუბანში, მდ. სუფსის მარჯვ. ნაპირას, ადგილ "საჯვარეზე". თიხის დერგით დაფლული განძის შემადგენლობაში იყო კოლხ. ტიპის მახვილყუიანი ცული, სამაჯური, სპილენძის 14 ზოდი (მასა 17,2 კგ ), ყველა ადგილ. წარმოების პროდუქციაა.

ლიტ .: ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; ჩ უ ბ ი ნ ი შ ვ ი ლ ი ტ., სოფ. გოგოლესუბანში გვიანი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კომპლექსის აღმოჩენის გამო, «მიმომხილველი », 1949, [ტ.] 1. ა. კალანდაძე.