გოგოლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავთანდილ აკაკის ძე (23. IV. 1922, თბილისი, – 8. XII. 2003, იქვე), ჰიგიენისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1978), პროფესორი (1991), საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ჰიგიენისტი (1985). 1942 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სტომატოლოგიური ინტი, 1951 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1947-იდან მუშაობდა საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნ.- კვლ. ინ-ტში, 1969-იდან იყო ამავე ინ-ტის გარემოს დაცვის ჰიგიენის განყ-ბის გამგე, 1995–2001 – საქართვ. პროფილაქტ. მედ. და ადამიანის ეკოლ. მეცნ. აკადემიის პრეზიდენტი. იკვლევდა წყლის ჰიგიენის, წყალსატევების სანიტ. დაცვისა და მოსახლეობაზე მათი გავლენის პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).

თხზ .: საქართველოს სსრ ნიადაგქვეშა წყლების, წყალმომარაგების პირობების ჰიგიენური შეფასება და წყლის ფაქტორის როლი მოსახლეობის ინფექციურ და არაინფექციურ ავადობაში, თბ., 1974.





გოგოლი

გიული ივლიანეს ძე (დ. 23. II. 1945, სენაკი), ზოოტექნიკოსი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (2000). 1972 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლევითი ინტი. 1976–91 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ზოოლოგიის ინ-ტში მეძროხეობის განყ-ბის გამგე, 1991– 2006 – საქართვ. მეცნ. აკადემიის მეცხოველეობის ბიოლ. საფუძვლების სამეცნ.-კვლევითი სექტორის ხელმძღვანელის მოადგილე სამეცნ. დარგში. 1994–2006 ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლევით ინ-ტში. 1995–2005 ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის გრანტების პროექტს. 2006-იდან საქართვ. სახელმწ. აგრ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორია, 2007-იდან – მ. რჩეულიშვილის სახ. მეცხოველეობის ბიოლ. საფუძვლების ინ-ტის დირექტორი. გ. მუშაობს ძროხის ადაპტაცია-აკლიმატიზაციის, ჯიშთაშორისი და სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაციის პრობლემებზე, ასევე სწავლობს მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლ. საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის (მ. შ. 12 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ .: ხორცისა და ხორცპროდუქტების ტექნოლოგია, თბ., 2004; ჰიბრიდიზაცია სარძეო მეძროხეობაში, თბ., 2009.