გოგოლიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მ. გოგოლიშვილი.

მამია ალექსის ძე (16. IX. 1914, სოფ. ბობოყვათი, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, – 6. VIII. 2006, თბილისი), აგრონომი. საქართვ. სოფლის მეურნ. მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (1992). სოფლის მეურნ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). 1938 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სუბტროპ. ფაკ-ტი. 1938–54 ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა. 1953–89 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრ. ბოტან. ბაღის დირექტორი და ამიერკავკ. ბოტან. ბაღების საბჭოს თავ-რე, 1989–94 – ბოტან. ბაღის დირექციის მრჩეველი, 1958–89 – ბოტან. ბაღების მსოფლიო ასოციაციის წევრი, 1962–94 – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მეხილეობის კათედრის გამგე, 1994–98 – საქართვ. სოფლის მეურნ. მეცნ. აკად. აჭარის რეგიონალური სამეცნ. ცენტრის თავ-რე. 1994–2004 იყო საქართველოს აგრ. უნ-ტის ბათუმის სახელმწიფო სას.-სამ. ინ-ტის აგრობიოლოგიის ფაკ-ტის სუბტროპ. და მრავალწლოვანი კულტურების კათედრის გამგე. გ-მა გამოიკვლია მულჩის გავლენა ციტრუსებისა და ყურძნის მოსავლიანობაზე. ავტორია რამდენიმე მონოგრაფიული ნაშრომისა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).

თხზ .: დამულჩვის თეორია და პრაქტიკა მევენახეობის ზოგიერთ რაიონში, თბ., 1961; თბილისის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებული ხე-ბუჩქები, თბ., 1982. ნ. წივწივაძე.