გოგორიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით (დაუთბეგ) (გ. 1626), სამცხის ფეოდალი, გიორგი სააკაძის მომხრე; მასთან ერთად მონაწილეობდა [[ბაზალეთის ბრძოლაში]] . რადგანაც სააკაძეს არ უნდოდა პირადად ჩარეულიყო ძმათა შორის სისხლისმღვრელ ომში, გ-მა ჩაიცვა მისი კურტაკი (სამხედრო სამოსი), შეჯდა მისსავე ცხენზე და სააკაძის სახელით ბრძოლის ველზე შეიჭრა. მან არევ-დარევა შეიტანა მოწინააღმდეგის რაზმში, მაგრამ ზურაბ არაგვის ერისთავთან ორთაბრძოლის დროს თვითონაც დაიღუპა.

ლიტ .: ა რ ჩ ი ლ ი, თხზ. სრული კრებული, ტ. 1. არჩილიანი, ტფ., 1936; ჯ ა მ ბ უ რ ი ა გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964. გ. ჯამბურია.




გოგორიშვილი

პ. გოგორიშვილი.

პლატონ ვლადიმერის ძე (25. VIII. 1899, სოფ. ბზვანი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 20. V. 1977, თბილისი), ქიმიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1954), პროფესორი (1956), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1980, გარდაცვალების შემდეგ; სხვებთან ერთად). დაამთავრა თსუ (1928). 1930 მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმ. ინ-ტში (1934- იდან – ლაბორ. გამგე). 1929–72 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. იყო თბილისის სტომატოლოგიური ინტის არაორგ. ქიმ. კათედრის გამგე (1935–48). საფუძველი ჩაუყარა საქართველოში კომპლექსნაერთთა კვლევას, დაამუშავა და წარმოებაში დანერგა ნაბურღი წყლებიდან იოდის მიღების ახ. მეთოდი, შეიმუშავა მადნეულის სპილენძის სულფიდური მადნების გადამუშავების ავტოკლავურ-ჰიდრომეტალურგიული მეთოდი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.