გოგოძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარლო იოსების ძე (8. V. 1909, სამტრედია, – 3. I. 1977, თბილისი), კინოკრიტიკოსი, დრამატურგი, პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1966). 1929–30 სწავლობდა სახკინმრეწვის კინომსახიობთა სკოლაში. დაამთავრა საკავშ. კინემატოგრაფიის სახელმწ. ინტის სასცენო ფაკ-ტი (1935). გ. ავტორი და თანაავტორია მხატვრული ფილმების სცენარებისა: "დაკარგული სამოთხე" (1940, ვ. კარსანიძესთან ერთად), "დაგვიანებული სასიძო" (1939), "ქაჯანა" (1941 ნ. ლომოურის მოთხრობის მიხედვით), "მაგდანას ლურჯა" (1955, ე. გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით), "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე..." (1958, კ. პიპინაშვილთან ერთად) და სხვ. მისივე სცენარებით გადაიღეს მულტფილმები: "ვეფხვი და ვირი" (1960), "ლურჯა" (1970); დოკუმენტური ფილმები: "გენერალ-პოლკოვნიკი ლესელიძე" (1944), "საქართველოს მზიური სანაპიროები" (1949), "ვლადიმერ მაიაკოვსკი საქართველოში", "ალაზნის ველი" (1954), "ქართული ფოლადი" (1961), "იყალთოს ნაფუძვარზე" (1970) და სხვ. 1971–77 ხელმძღვანელობდა თავისსავე ინიციატივით დაარსებულ კინომუზეუმს.

თხზ .: ნატო ვაჩნაძე, თბ., 1949; ნარკვევები ქართული კინემატოგრაფიის ისტორიიდან, თბ., 1950; კოტე მარჯანიშვილი, თბ., 1953; ვასილ ამაშუკელი, თბ., 1954; ივანე პერესტიანი, თბ., 1957; ქართული საბჭოთა კინემატოგრაფიის განვითარების გზები, თბ., 1959; საბჭოთა კინოფილმების საერთაშორისო წარმატებები, თბ., 1963; ქართული ფილმები მსოფლიოს ეკრანებზე, თბ., 1975; აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წელს, თბ., 1979. ა. გვენცაძე.