გოგოხია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამიანე ვლადიმერის ძე (26. V. 1919, სოფ. ქვემო ბარღები, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი, – 4. III. 2001, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი. 1941 დაამთავრა სოხუმის სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტის ისტორიის ფაკ-ტი. 50–70-იან წლებში მუშაობდა სხვადასხვა პარტ. და სახელმწ. თანამდებობაზე. იყო საქართვ. მინისტრთა საბჭოს ბეჭდვითი სიტყვის სახელმწ. კომიტეტის თავ-რე, 1973–80 – მეცნ. და პოლიტ. ცოდნის გამავრცელებელი 73 საზ-ბა "ცოდნის" გამგეობის თავ-რე, 1981-იდან სიცოცხლის ბოლომდე – საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრაფიის ინ-ტის წამყვანი მეცნ. თანამშრომელი. გ-ს კვლევის ძირითადი მიმართულება იყო ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ისტორიის სოციალური, ეკონომიკური განვითარების მეცნ. შესწავლა. ამ პრობლემას მიუძღვნა მონოგრაფია "აფხაზეთის ასსრ სოციალეკონომიკური და კულტურული განვითარება (1961 – 1985 წწ.)".



გოგოხია

რ. გოგოხია.

რევაზ აკაკის ძე (დ. 28. IV. 1936, სოფ. ფახულანი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1989). 1958 დაამთავრა თსუის ეკონ. ფაკ-ტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. ინ-ტში უფრ. მეცნიერ თანამშრომლად, ჟურნ. "ეკონომიკის" განყ-ბის გამგედ, საქართვ. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ. 1989-იდან იყო თსუ-ის ეკონ. თეორიის კათედრის პროფესორი, აგრეთვე თსუ-ის სოხუმისა (1995– 2001) და ზუგდიდის (2001–05) ფილიალების კათედრის გამგე, საერთაშ. სამეცნ.-პრაქტ. ჟურნ. "სოციალური ეკონომიკის" მთ. რედაქტორი (1999–2007). 2008- იდან მისი რედაქტორობით გამოდის თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. სამეცნ.-პრაქტ. ჟურნ. "ეკონომიკა და ბიზნესი". გ-ის სამეცნ. შრომები ეხება ეკონ. თეორიის, საბაზრო ეკონომიკის, აგრ. ურთიერთობებისა და შერეული ეკონ. სისტემის, საქართვ. სოც.-ეკონ. განვითარების პრობლემურ საკითხებს. დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის მედლითა (2001) და ღირსების ორდენით (2003). ლ. ჩიქავა.





გოგოხია

შოთა დორიმენდონის ძე (26. IX. 1920, სოფ. ფახულანი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, – 22. X. 2009, თბილისი), გერონტოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), საქართვ. დამს. ექიმი (1966). 1942 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი. 1950– 73 იყო აფხ. ჯანდაცვის მინისტრი. 1974–98 მუშაობდა ა. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინტის აფხ. სამედ.-დემოგრ. ლაბორატორიის გამგედ. გ. შეისწავლიდა კურორტოლოგიის, ჯანდაცვის ორგანიზაციის, მედ. ისტორიის, ადამიანის ფიზ. განვითარებისა და გერონტოლოგიის საკითხებს. 1973-იდან აფხ. გერონტოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე იყო. 1983 აირჩიეს ლოს-ანჟელესის (აშშ) უნტის საპატიო დოქტორად, 1984 – საერთაშორისო ნატურალური მედიცინის ასოციაციის წევრად. 1990-იდან იყო საქართვ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სოხუმის ფილიალის დირექტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: როგორ ავიცდინოთ თავიდან ნაადრევი სიბერე, თბ., 2003; როგორია დღეგრძელთა ცხოვრების წესი, თბ., 2005; Курорты Абхазии, Сух., 1961; Здравоოхранение в Абхазии, Сух., 1966.