გოგუა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსი ნოჩოს ძე (დ. 15. III. 1932, სოფ. გუფი, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი), აფხაზი მწერალი. დაამთავრა სოხუმის პედ. ინ-ტის ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1955) და მოსკ. მ. გორკის სახ. ლიტ-რის ინ-ტი (1960). იყო ჟურნ. "ამცაბზის" მთ. რედაქტორი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1948, პირველი პროზაული კრებ. "მდინარე ისწრაფის ზღვისკენ" – 1957. გ. ავტორია რომანისა "შარავანდედი" გოგ( 1966); კრებულებისა: "თოვლი და ელვა" (1964), "წყლის გემო" (1966), "მშვენიერი მთა" (1970), "თეთრი ცვარი" (1972), "პატარა მშაგუ და დიდი მშაგუ" (1976), "მოთხრობები, პიესა" (1977) და სხვ. ქართულად გამოიცა მისი პროზაული კრებულები: "თეთრი ცხენი" (1965), "თაქარას თვალები" (1969), "ოლიმპიადა" (1979) და სხვ. პიესა "ნასესხები დღე" (1969) დაიდგა სოხუმის ს. ჭანბას სახ. თეატრში. გ. არის დ. გულიას სახ. პრემიისა (1974) და საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს პრემიის – "ხუთწლედის მატიანის" (1980) ლაურეატი. რ. კვერენჩხილაძე.



გოგუა

ვასილ ბარნაბის ძე (18. II. 1908, სოფ. ჯურუყვეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 25. V. 1967, თბილისი), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავ-რე (1948–52). საქართვ. დამს. ინჟინერი. 1932 დაამთავრა საქართვ. სამთო-საინჟინრო ინ-ტი. 1932–36 მუშაობდა ზაჰესის მე-2 და ტყვარჩელის თბოელექტროსადგურების მშენებლობებზე, 1936–67 – სხვადასხვა საპასუხისმგებლო პარტიულ და სამეურნეო თანამდებობაზე. იყო სსრკ II–III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მ. კოჯელაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გოგუა&oldid=588-დან“