გოგუაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალერი პეტრეს ძე (29. IX. 1911, ბათუმი, – 2. III. 1971, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1948), პროფესორი (1949), საქართვ. დამს. გამომგონებელი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1934). 1959-იდან ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკად. არაორგ. ქიმ. და ელექტროქიმიის ინ-ტის ელემენტორგანულ ნაერთთა ლაბორატორიას. დაამუშავა პროვიტამინ D13-ის სინთეზის უმოკლესი გზა. ავტორია მნიშვნელოვანი სამეცნ. შრომებისა და გამოგონებებისა.



გოგუაძე

ვ. ვ. გოგუაძე.

ვახტანგ ვლასის ძე (15. III. 1940, სოფ. ლესა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 10. VI. 2007, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1987). თსუის პრორექტორი იდეურ-აღმზრდელობით დარგში (1985–92). საქართვ. სახელმწ. საბჭოს მდივანი 1992 მარტიდან ოქტ-მდე, 1992–95 იყო საქართვ. პარლამენტის თავრის პირველი მოადგილე, შემდეგ – სპიკერი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963). პედ. მოღვაწეობას ეწეოდა იმავე უნტის ესთეტიკის კათედრაზე (1967– 85). იყო საქართველო- რუსეთის მეგობრობის კავშირის თავ-რე (2001–07). გ. იკვლევდა ადამიანის ფილოს., სახელდობრ, ესთეტ. პრობლემატიკას; ისტორიზმის პრინციპის მიხედვით განიხილავდა ხელოვნების მიერ ადამიანის ესთეტ. სახის შექმნის მხატვრულისტ. კანონზომიერებას. თხზ .: ერი გულადი, პურადი, თბ., 1977; ადამიანი, როგორც ესთეტიკური ფენომენი, თბ., 1980; იდეოლოგიური ბრძოლა და ხელოვნების მისია, თბ., 1986; მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია, თბ., 1993; Верните мне мою Россию, Тб., 2000; Starez Zosima und Vater Sergij. – «Ostkirchliche Studien», Bd. 36, Heft 2/3, September, 1987.



გოგუაძე

ვლადიმერ (ვალოდია) საბას ძე (1880, სოფ. ჭანჭათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 1954, პარიზი), სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. 1921- იდან ქართ. პოლიტ. ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. დაამთავრა ლანჩხუთის ორკლასიანი სასწავლებელი (1895). 1895–98 მსახურობდა ბათუმში, რიხნელის და როტშილდის ქარხნებში. 1900 გაიწვიეს სამხ. სამსახურში. 1901–03 სწავლობდა ოდესის უნტეროფიცერთა სამხ. სკოლაში, რ-ის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1904 გახდა სოც.-დემოკრ. პარტიის წევრი. 1905 დაპატიმრებულ იქნა "ოხრანკის" მიერ. 1906– 08 მოღვაწეობდა ბაქოში. 1909–10 მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და მეურნეობას მიჰყო ხელი. 1910 დაესწრო სოც.- დემოკრატთა გურიის კომიტეტის სხდომას, რის შემდეგ კვლავ ჩაება პოლიტ. საქმიანობაში. 1910– 16 თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად ებრძოდა სოც.-დემოკრ. პარტიის სახელით გურიაში მოქმედ წითელრაზმელებს, რ-ებიც აწიოკებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. 1916, ერთერთი შეტაკების დროს, მძიმედ დაიჭრა. 1918–21 გ. იყო საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთ. შტაბის წევრი და ჯავშნოსანი მატარებლის უფროსი. აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში (1918 მარტი–აპრ.), საქართველო- სომხეთის ომში 1918, ბოლშევიკური რუსეთის მე- 11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში (1921 75 თებ.–მარტი). ბოლშევიკური რუს. მიერ საქართვ. ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, 1921–23 ცხოვრობდა თურქეთში. 1923-იდან მოღვაწეობდა საფრანგეთში. იყო საქართვ. სოც.- დემოკრ. პარტიის საზღვარგარეთული ბიუროსა და საფრანგეთის ქართ. სათვისტომოს გამგეობის წევრი. თანამშრომლობდა ქართ. ემიგრანტულ პრესასთან. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 1963 პარიზში გამოიცა მისი "მოგონებანი".

თხზ .: მოგონებანი, წგ.: შ ა რ ა ძ ე გ., ქართული ემიგრანტული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1992. ლ. ურუშაძე.



გოგუაძე

ჯემალ მელქისედეკის ძე (16. I. 1939, სოფ. ჭყონაგორა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 19. XI. 2000, თბილისი), ტრავმატოლოგორთოპედი. მედ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1996), საქართვ. მედიცინის მეცნ. აკადემიის წევრი (1998), ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნ.-კვლ. ცენტრის დირექტორი (1997–2000). 1963 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1966–68 ჩაირიცხა მოსკ. ცენტრ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინ-ტის ორდინატურაში, შემდეგ მუშაობა განაგრძო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრაზე. 1994-იდან იყო ამავე კათედრის გამგე, 1997–2000 – რესპ. მთ. ტრავმატოლოგ-ორთოპედი. არის 10 გამოგონებისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი ("სამხედრო საველე ქირურგიის საკითხები", თბ., 1999).