გოდერძის უღელტეხილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოდერძის უღელტეხილი.

უღელტეხილი არსიანის ქედზე, მდ. ძინძისწყლის (ქვაბლიანის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 2025 . აგებულია ზედამიოცენური ვულკანოგენური დანალექი ქანებით, რ-ებიც შეიცავს განამარხებულ ფლორას (იხ. სტ. გოდერძის ნამარხი ტყე). გ. უ-ის კალთები ციცაბო და დანაწევრებულია. შემოსილია: ქვემოთ – ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყით, ზემოთ – მეორეული სუბალპ. მდელოებით. გ. უ-ზე გადის ბათუმი – ახალციხის საავტ. გზა. მ. უთმელიძე.