გოდერძიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გ. გოდერძიშვილი.

გუგული ილიას ძე (17. X. 1927, საგარეჯო, – 7. IX. 2008, თბილისი), ვეტერინარი ექიმი. ვეტერინარიის მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1981). საქართვ. სოფლის მეურნ. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1995; წ.-კორ. – 1992). 1950 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტი. 1968-იდან იყო საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტის პარაზიტოლოგიის კათედრის გამგე, 1992–99 – ინტის პრორექტორი სასწ. დარგში. 1997–98 იყო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2003 ინ-ტის პარაზიტოლოგიისა და ვეტ.-სანიტ. ექსპერტიზის კათედრას გ-ის სახელი ეწოდა. გ-ის სამეცნ. შრომები ეხება სას.- სამ. ცხოველთა ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, ცხვრის მონიეზიოზის, თიზანიეზიოზის, ავიტელინოზის, სტრონგილიატოზების ბიოლოგიისა და ეპიზოოტოლოგიის შესწავლას, მათ ქიმიოთერაპიასა და ქიმიოპროფილაქტიკას. მანვე შეიმუშავა ზოგიერთი ჰელმინთოზის საწინააღმდეგო ღონისძიებანი, რებიც დანერგილია სავეტერინარო პრაქტიკაში. გ-ის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით საწარმოო პირობებში მომზადდა პრეპარატი დარიშხანმჟავა კალა (კალას არსენატი), გამოინახა ამ ჯგუფის ახ. ანტიჰელმინთური საშუალებები (თუთიის, მანგანუმისა და კალციუმის არსენატი), რ-ებიც გამოიყენეს საბჭოთა კავშირში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცესტოდოზების, ე. ი. ლენტისებრი ჭიებით გამოწვეული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. გ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა, აქვს 4 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2000).

ლიტ .: კ ა პ ა ნ ა ძ ე კ., გამოჩენილი მეცნიერი და პედაგოგი (გუგული გოდერძიშვილი), თბ., 1999.



გოდერძიშვილი

დავით გუგულის ძე (დ. 7. VIII. 1963, თბილისი), ვეტერინარი ექიმი. ვეტერინარიის მეცნ. დოქტორი (2002), პროფესორი (2004). 1985 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.- სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტი. 1986–2006 იყო ამავე ინ-ტის სავეტერინარო ფაკ-ტის მიკრობიოლოგია- ვირუსოლოგიის კათედრის დოცენტი, შემდეგ – პროფესორი. 2006-იდან საქართვ. სახელმწ. აგრ. უნ-ტის სავეტერინარო მედიცინის ფაკ-ტის ინფექციურ და ინვაზიურ სნეულებათა დეპარტამენტის უფროსი და სრული პროფესორია. ეწევა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას. გ-მა პირველმა გამოიყენა ცხოველთა ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ ინტერფერონი; დაადგინა ღორის ახ. ლეიკოციტარული ინტერფერონის მაღალი ანტივირუსული ეფექტი მსხვილფეხა პირუტყვის პარაგრიპ-3-ისა და ღორის გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.

თხზ .: სავეტერინარო იმუნოლოგია, თბ., 2009; სავეტერინარო ვირუსოლოგია, თბ., 2010.