გოდოგანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. წყალწითელას (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ბროლისქედი, ნაგარევი, ჭალასთავი). ზ. დ. 260 , თერჯოლიდან 27 კმ , ქუთაისიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 8 კმ . 1,8 ათ. მცხ. (2002). გ. ცნობილია მარმარილოსა და კირქვის საბადოებით. სოფლის მახლობლად არის კორპის მუხის ტყე (150 ჰა ), კარსტული მღვიმე – საკაჟია . გ-ში დგას 1873 აგებული დარბაზული ეკლესია. დას. შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის ამშენებელი ოსტატი ისიდორე ბერეკაშვილი (იხ. სტ. ბერეკაშვილები) და ძეგლის აშენების თარიღი. ეკლესია მოქმედია. სოფელში დგას აგრეთვე 77 X ს. ღვთაების ეკლესია.

ლიტ .: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.



გოდოგანი

სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის ვაკეზე, მდ. ოჩხომურის (ხობის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 340 , მარტვილიდან 37 კმ . 129 მცხ. (2002). გ-ში დგას XVII ს. ციხე და XVIII ს. ეკლესია.