გოდუაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ ირაკლის ძე (10. X. 1924, ქუთაისი, – 26. X. 1990, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1971). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1949). 1950- იდან მუშაობდა ქუთაისის საპროექტო ინ-ტებში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს – "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთ. ფილიალში (1965-იდან – ფილიალის მთ. არქიტექტორი, 1968-იდან – მთავარი ინჟინერი). 1973–83 იყო ქუთ. სახ. დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავ-რის მოადგილე, 1985-იდან – ისევ საპროექტო ინ-ტის ფილიალის მთ. არქიტექტორი. 1963–78 არჩეული იყო საქართვ. არქიტ. კავშირის ქუთ. ორგანიზაციის თავ-რედ. 1956–57 და 1972–75 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. ძირითადი ნამუშევრები: ქუთაისში – სასტუმრო "თბილისი" (1954), ორდარბაზიანი კინოთეატრი (1957), საცხოვრ. კვარტალი (60- იანი წწ.); მარტვილში – საცხოვრ. სახლი და ადმ. შენობა (50-იანი წწ.); საჩხერეში – კულტ. სახლი (1973). ს. კინწურაშვილი. მ. მაისურაძე.