გოზაური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოზაური. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

ღვინისა და არყის ჩასასხმელი მოზრდილი თიხის ჭურჭელი (იყენებდნენ საწყაოდაც). იტევდა 1,5–2 თუნგ, ე. ი. 4,5–7,2 (3 - 4 ხელადა ) სითხეს (თეიმურაზ ბაგრატიონი). ადრე გავრცელებული იყო მთელ საქართველოში, XIX ს-იდან კი – უმეტესად ქართლკახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. გ. ზოგჯერ მოჭიქულია, აქვს სწორი, მაღალი ყელი, მრგვალი, იშვიათად ძირისკენ შევიწროებული მუცელი, უტუჩო პირი და ბრტყელი ყური. ხშირად შემკულია რელიეფური ორნამენტით (ცხოველების ან ფრინველების გამოსახულებები, გეომ. და მცენარეული მოტივები). ზოგიერთ გ-ზე გამოსახულია ქალის ფიგურა, რ-იც ნაყოფიერების ძვ. ქართ. ქალღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. აღმ. საქართველოში განთქმული იყო სოფ. ნინოწმინდაში (გარეკახეთი) დამზადებული მოჭიქული გ-ები. საქართვ. ეროვნ. მუზეუმში დაცულია გ-ების (მ. შ. გათხრებისას მოპოვებული გ-ები) მდიდარი კოლექცია.

ლიტ .: კერამიკა. მოჭიქული ჭურჭელი (ალბომი), თბ., 1964; ქართული ხალხური კერამიკა (კატალოგი), თბ., 1964. რ. თოდუა.