გოზინაყი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საახალწლო ტკბილეული. წვრილად დაჭრილი და თაფლში მოხარშული ნიგოზი (იშვიათად ნუში ან თხილი). ახალი წლის მისალოცი ტაბლის – აბრამიანის ერთერთი აუცილებელი კომპონენტი. საქართვ. ზოგიერთ კუთხეში (იმერეთი, რაჭა) გ. ჩურჩხელას ჰქვია. ქართვ. ხალხის ძვ. რელიგ. რწმენაწარმოდგენით თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა და "ბატონებს" (ბავშვთა ინფექციური დაავადება) კაკალს უკმევდნენ (ბაზმა), თაფლს კი საშობაო კორკოტში ურევდნენ. სვანეთში ლიფანალის დღეობაზე თაფლისა და რძის ნაზავს ასხურებდნენ ხოლმე იმ გზას, რ-ითაც, ვითომ, უკან ბრუნდებოდნენ მიცვალებულთა სულები. ნ. რეხვიაშვილი.