გოლათუბანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წიფის თემში (იმერეთის მხარე), მდ. ჩხერიმელის (ძირულის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს, ტორძულის შესართავთან. ზ. დ. 800 , ხარაგაულიდან 25 კმ , წიფიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ . 483 მცხ. (2002). გ. წერილობით წყაროებში პირველად დამოწმებულია 1711. აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ დას. საქართველოს რუკაზეც (1743). გ-ს მოიხსენიებს აგრეთვე გერმ. მოგზაური ი. გიულდენშტედტი . 1711 გ. სააბაშიოს შემადგენლობაში შევიდა და ქართლის სამეფოს საზღვრებში მოექცა. 1751 ვახუშტი აბაშიძემ გ. გაათავისუფლა ყოველგვარი გამოსაღებლისაგან და ამავე სოფელში მდებარე წმ. გიორგის ეკლესიის სამსახური დააკისრა. აღმ. საქართვ. რუსეთთან შეერთების შემდეგ სოფელი გორის მაზრას ეკუთვნოდა, ხოლო 1846-იდან (ქუთ. გუბ. ჩამოყალიბებიდან) – შორაპნის მაზრას. გ-ში შემორჩენილია კირქვით ნაგები XIX ს. დარბაზული ეკლესია და ნამოსახლარი. თ. ბერაძე.