გოლგოთის სამლოცველო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამლოცველო გოლგოთის მთაზე (იერუსალიმი), ქართველებს ეკუთვნოდათ XIV– XVI საუკუნეებში და ცნობილი იყო სხვადასხვა სახელით: "სამლოცველო გოლგოთის ძირში", "სამლოცველო კალვარიის მთის ძირში", "სამლოცველო, სადაც დაიკრძალა ადამი", "სამლოცველო, სადაც დაკრძალულნი არიან ლათინთა მეფეები", "წმ. იოანე მახარებლის სამლოცველო", "წმ. საფლავის ეკლესიის ტალანები", "წმ. ელენეს სამლოცველო".

ლიტ .: ფ ე რ ა ძ ე გრ., უცხოელ პილიგრიმთა ცნობები იერუსალიმში ქართველი ბერების და ქართული მონასტრების შესახებ, გ. ჯაფარიძის გამოც., თბ., 1995. ე. მამისთვალიშვილი.