გოლეთიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ივანეს ძე [3 (16). I. 1903, სოფ. ნაკურალეში, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი, – 21. VII. 1975, სოხუმი], აგროქიმიკოსი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1974). 1932 დაამთავრა მოსკ. კ. ტიმირიაზევის სახ. სას.-სამ. აკადემია. 1952–57 იყო ქუთ. სას.- სამ. ინ-ტის დირექტორი, 1954–59 – აგროქიმ. და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე. 1959–75 – საქართვ. სუბტროპ. მეურნ. ინტის ამავე სახელწოდების კათედრის გამგე. იკვლევდა დას. საქართვ. წითელმიწა ნიადაგის მჟავიანობის საკითხებს, ამ ნიადაგის გავლენას ჩაის კულტურაზე და სხვ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.

თხზ .: მინერალური სასუქების გავლენა ნიადაგის თვისებებსა და ჩაის პლანტაციის მოსავლიანობაზე, თბ., 1960.