გოლიათი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიბლიური პერსონაჟი, პალესტინის წინარე მოსახლეთა – რეფაიმთა (ანუ ბუმბერაზთა) შთამომავალი, რ-იც ორთაბრძოლაში შურდულით დაამარცხა ყრმა დავითმა, ისრაელის მომავალმა მეფემ, და სირცხვილისგან იხსნა თავისი ხალხი (მეფეთა, 17, 4). ქართ. ენაში სიტყვა "გოლიათი" ბიბლიის გავლენით განსაკუთრებულად დიდი ტანის ადამიანის მნიშვნელობით დამკვიდრდა. "ქართლის ცხოვრებაში" გ-ებად მოიხსენიებიან ქართვ. მეფეები: ადერკი ("ტანით დიდი და გოლიათი") და ამაზასპი ("კაცი ძლიერი და გოლიათი") და ბაყათარ ოვსი. ზ. კიკნაძე.