გოლიაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლავრენტი (კოტე) ალექსის ძე (14. I. 1909, სოფ. მაკვანეთი. ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალი87 ტეტი, – 6. VI. 1973, იქვე), საბჭოთა არმიის ავიაციის გენერალმაიორი (1958). 1931 დაამთავრა ბაქოს 26 კომისრის სახ. ქვეითთა სკოლა, 1938 – კიევის საავიაციო სკოლა, 1951 – კ. ვოროშილოვის სახ. უმაღლესი სამხ. აკადემია. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939–40), II მსოფლიო ომში, აგრეთვე იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურებაში (1945). 1961–63 იყო საქართვ. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი, 1963-იდან – სსრკ სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს ინფორმაციის განყ-ბის უფროსი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ორდენები და მედლები. ლ. დოლიძე.



გოლიაძე

შ. გოლიაძე.

შოთა კირილეს ძე (1. IX. 1925, სოფ. ცხემლისხიდი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 19. VIII. 2008, იქვე), აგრონომ-სუბტროპიკოსი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1993), საქართვ. დამს. აგრონომი (1979), საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. წ.- კორ. (1994). 1953 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სუბტროპ. კულტურების ფაკ-ტი. 1963–2006 ანასეულის ჩაის, სუბტროპ. კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნ. საწარმოო გაერთიანების სუბტროპ. კულტურების სელექციისა და გენეტიკის განყ-ბის გამგე იყო. გ. იკვლევდა სუბტროპ. კულტურების სელექციის თეორ. და პრაქტ. საკითხებს, მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით გამოყვანილია სუბტროპ. კულტურების (ციტრუსები, ფეიხოა, აქტინიდია, ბამბუკი და სხვ.) 24 ახ. პერსპექტიული ჯიში და ფორმა; დარაიონებულია ლიმონის, მანდარინის, ბამბუკის ჯიშები. გ. სამეცნ.-კვლ. საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).