გოლმბლატი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოსკარ ედუარდის ძე (14. VIII. 1843 – 9. I. 1898, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1897). დაიბადა ბორჩალოს მაზრაში, გერმ. კოლონისტების ოჯახში. 1862-იდან მსახურობდა სამხ. იუსტიციის ორგანოებში. მონაწილეობდა 1877–78 რუს.-ოსმ. ომში. 1883–88 მსახურობდა კავკ. სამხ. საოლქო სასამართლოს სამხ. პროკურორად, 1894–98 ამავე სასამართლოს თავ-რე იყო. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. მ. გოგიტიძე.