გოლოვნია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლევ ვასილის ძე (26. I. 1893, ქუთაისი, – 22. IX. 1969, თბილისი), საქართველოში სპორტული ფარიკაობის პიონერი, ეროვნებით უკრაინელი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1943), საქართვ. ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამს. მუშაკი (1961), სსრკ დამს. მწვრთნელი (1957), სპორტის საპატიო მსაჯი (1955), სამონადირეო ძაღლების მსაჯი და ექსპერტი. 1912 დაამთავრა ქუთ. კლასიკური გიმნაზია. 1919–23 სწავლობდა თბილ. კონსერვატორიაში (ვოკალის განხრით). 1919–22 იყო თბილ. "სკაუტის" ორგანიზაციის ხელმძღვანელი, 1922 – პირველი ქართ. დივიზიის ფიზაღზრდის ინსტრუქტორი. 1932 დაამთავრა აზერბ. ფიზკულტ. ინ-ტი. 1935–36 აზერბაიჯანის ფიზკულტურის ინსტიტუტში განაგებდა ფარიკაობის კათედრას. 1937-იდან, თბილისში ფიზკულტ. ინ-ტის დაარსების დღიდან, 1964-მდე იყო ამ ინ-ტის ფარიკაობის კათედრის გამგე. მისი მრავალრიცხოვანი გამოკვლევებიდან აღსანიშნავია საფარიკაო ფაზის ჩაწერის გრაფ. მეთოდი (1938). ვ. ელაშვილი.