გომა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა შავშეთის ქედის ჩრდ. განშტოებაზე, მდინარეების ტბეთისა (ჩირუხისწყლის მარცხ. შენაკადი) და დიდღელის (მერისის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფზე, შუახევის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 2360 . აგებულია პალეოგენური ვულკანური ქანებით (ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ანდეზიტური განფენი). გ. გუმბათის ფორმისაა. კალთები ციცაბოა, დაფარული ფართოფოთლოვანი ტყით; წვერზე სუბალპ. მდელოა. დ. უკლება.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გომა&oldid=663-დან“