გომარეთის პლატო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზ უ რ ტ ა კ ე ტ ი ს პ ლ ა ტ ო, ვულკანური პლატო საქართველოს სამხრეთი მთიანეთის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, მდ. შავწყაროსწყლის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) აუზში. დას-ით ესაზღვრება ჯავახეთის ქედი, ჩრდ-ით – კვირიკეთის ქედი, აღმ-ით – ხრამის ხეობა, სამხრ-ით – ლუკუნის მასივი. სიმაღლე 1200 – 1600 . აგებულია პლეისტოცენური დოლერიტული ლავებითა და მათთან გენეტიკურად დაკავშირებული ტბიურმდინარეული ნაფენებით, რ-ებშიც მოქცეულია განამარხებული ნიადაგის ჰორიზონტები. დასერილია მდ. შავწყაროსწყლისა და მისი შენაკადების კანიონებით და ხეობებით, რ-თა სიღრმეა 10–500 მ . ფერდობებზე გამოქვაბულებია. პლატოს ზედაპირი უტყეოა, ათვისებულია სას.-სამ. კულტურებით. ლ. მარუაშვილი.